დავამთავრეთ პროექტის გეგმის პროცედურები,შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი,რაც დაგვეხმარება მომავალში მოსწავლეებთან მუშაობის დროს. დავიღალეთ წერით,მაგრამ ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღის.
დღეს შევისწავლეთ ინტერნეტ კავშირები და საავტორო უფლებები.შევძელით პროექტის გეგმაში საბაზისო უნარ-ჩვევების ჩაწერა.დღეიდან შევძლებთ სხვადასხვა ინფორმაციის მოძიებას რაც დაგვეხმარება სასწავლო პროცესის დროს.
როგორ დავიღალეთ, მაგრამ ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღის,რადგანაც შევისწავლეთ ზოგადი და თემატური კითხვების დასმა პროექტისათვის. დავადგინეთ 5ძირითადი მიზანი და გავაკეთეთ პროექტისთვის შეფასების მოკლე მიმოხილვა.
დღეს დავამთავრეთ მშობლის ბუკლეტის შევსება,რითაც მშობელს დავაინტერესებთ პროექტებით სწავლებაში.გავეცანით ეროვნულ გეგმაში მისაღწევ შედეგებს და ინდიკატორებს, რაც დამეხმარება მიზნის მიღწევაში. ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღის.